13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვასაქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია

საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია

საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა.

ამერიკული სტატისტიკური საიტი lifestyle9.com იმ სახელმწიფოების ათეულს აქვეყნებს, სადაც ყველაზე ნაკლებია კრიმინალური შემთხვევები: მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა. ამ სახელმწიფოების სია ასე გამოიყურება:
1 იაპონია,მე-2 ტაივანი, (ჩინეთი) მე-3 ჰონკონგი, მე-4 სამხრეთ კორეა,მე-5 არაბთა გაერთიანებული საემიროები, მე-6 მალტა,მე- 7 ლუქსემბურგი,მე-8 საქართველო, მე-9 ბაჰრენი,მე-10 სინგაპური.

საქართველო–თბილისი

“საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველო ვიზიტორებს სთავაზობს: შავი ზღვის სანაპიროს, სამკურნალო კლიმატს, მინერალურ წყლებს, ეროვნულ პარკებს, კავკასიონის მთებს, გემრიელ კერძებს, მდიდარ კულტურას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებს და ქართულ სტუმართმოყვარეობას. საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და ეს ქვეყანა მსოფლიოში ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააჩნია, ეს ქვეყანა ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და უსაფრთხოა. კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 98% თავს უსაფრთხოდ გრძნობს,”- აცხადებს სტატიის ავტორი.

lifestyle9.com-ის სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკს და გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს ეყრდობა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები