მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

სინოდი საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია.

სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე მღვდელმთავარს შორის მკვეთრი განცხადებები მოჰყვა.

წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები