დღეს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა, სინოდმა ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით “მართლმადიდებელი კრებულის” ინიციატივა განიხილა და მოიწონა, განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაზა ნანობაშვილმა. სავარაუდოდ, სინოდის სხდომაზე განიხილეს გიგი უგულავაზე მეუფე სერაფიმეს ფარულად ჩაწერილი განცხადებაც.
წმიდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სინოდის არც ერთ წევრს კომენტარი არ გაუკეთებია. მათი თქმით, ოფიციალური განცხადება სხდომის შედეგებთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოქვეყნდება. საპატრიარქოს შესასვლელთან მრევლი და სასულიერო პირები ამ დრომდე იმყოფებიან. ისინი განჩინების გამოქვეყნებას ელოდებიან.

იქნებ ვინმემ დაწეროთ, თუ სად მოღვაწეობს მამა მიქაელ ნაკაშიძე.გმადლობთ წინასწარ