საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვება.
სხდომის მიერ მიღებული დადგენილება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
