მთავარისაზოგადოებასაპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე იმსჯელეს

საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე იმსჯელეს

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე იმსჯელეს.

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით გაიმართა. მას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ნატოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემები იყო სათამაშო ბიზნესი რეგულირება და ლუდომანიის შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

შეიქმნა მიდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად საპატრიარქოს მხადრაჭერით გააერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ჯგუფის მიზანი იქნება გაერთიანებულ შეხვედრებზე დასახული ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება.

შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია და დაიგეგმა:

შემეცნებითი ღონისძიებები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისათვის;
სოციოლოგიური კვლევები, რომელთაც დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ;
სოციალური რეკლამის მომზადება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები