მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი განცხადება (29.08.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2013 | 2,873 ნახვა

სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება

საპატრიარქო საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მამა დავით შარაშენიძის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში დღეს საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით.
ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: “მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება; ამასთან, მივმართავთ მრევლს, თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • muslimi dzmebi naghdat arvici vici mxolot qristiani dzmebi!qartveli muslimanoba ghalatia saqartvelosi da sxva araferi.ra aresmit uwin viniyvnen da romel religias icavdnen mati mama papa?diaxac kargat esmit da mitomarian moghalateebi.ampaqsadzes vitom qartveli dauxuravs garshoki tavze.

    • ანი says:

      ოეე, ოეე, ფანატიკოსააა, თავი მეუფეების ჯიპებს ხომ არ მიარტყი?! ფარნავაზ მეფეც არ ყოფილა ქრისტიანი, ვინც ქართული სახელმწიფო სექმნა და შენი ლოგიკით არც ის ყოფილა ქართველი.. ვაი, შე საბრალოო, რა მგრად “გბნელა”

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი