მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოს განცხადება მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე

საპატრიარქოს განცხადება მამა გაბრიელის საფლავის გახსნაზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

20 თებერვალს 17:00 საათზე ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს მამა გაბრიელის ხატი წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

იმავე დღეს 19:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.

22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

წმინდა ნეშტი დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.

5 COMMENTS

  1. “დოდოს დღიურიდან”
    24 ნოემბერი 2012 წელი: სიზმრად, ჩემს საწოლთან შავებში შემოსილი, გრძელთმიანი მამაკაცი წამოიმართა. ვკითხე: “ვინ ხარ”_მეთქი?…არ მიპასუხა. ტელევიზორის პულტი ავიღე და პირჯვარი გარდავსახე, თან გავიფიქრე: “თუ ეშმაკია გაქრება”_მეთქი?! მაგრამ გამოსახულება არ გაქრა…მერე პულტი მიუშვირე. როგორც ტელეეკრანს და ღილაკს 3_ი დავაჭირე თითი:) მალე მივხვდი, რა სისულელეც ჩავიდინე, პულტი მაგიდაზე დავდე და მობილური ავიღე…ფანრის ასანთებად ღილაკს დავაწექი, მაგრამ ფანარი არ აინთო…ჩემმა ღამის სტუმარმა, თბილად, ჩაიცინა და თითქოს მეთამაშებაო: მე ღილაკს თითს დავაჭერ, ფანარის ასანთებათ, ისიც იმავე ღილაკს დააჭერს თითს ფანარის, (რომელიც არ ინთება) ჩასაქრობად…ბოლოს ხატების კუთხიდან ხმა მომესმა: “შენთვის საშიშია! მისთვის შეხედვა, ვინ არის ღირსი ცისა და ქვეყნის გამჩენს შეხედოს?!”
    …თვალი გავახილე…ხატების კუთხიდან მამა გაბრიელის სიკეთით სავსე თვალები შემომყურებდა….და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი სვეტიცხოველისა:):) დიდება შენდა უფალო!
    20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხეს:):) მისი ხსენების დღედ კი 2 ნოემბერი დაწესდა:):)
    მიყვარხარ მამა გაბრიელ:):)

    • ფსიქიატრთან მისვლა არ გიფიქრიათ? ან დაბადებისას ექთანს ხელიდან ხომ არ გაუვარდით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები