მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოს განცხადება კიევში განვითარებულ მოვლენებზე (19.02.2014)

საპატრიარქოს განცხადება კიევში განვითარებულ მოვლენებზე (19.02.2014)

საქართველოს საპატრიარქო კიევში განვითარებულ მოვლებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში. ეს მოვლენები, კიევი რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადაგან ,,ევრო-მაიდანზე” უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია.

ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს.

უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს; ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები