მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (26.09.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.09.2012 | 2,485 ნახვა

ჯვართამაღლების დღესასწაულზე თბილისის კურთხევაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო “27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგეგმება თბილისის კურთხევა. ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან: ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმისადა ბარბარეს ტაძრიდან), კინოთეატრ “საქართველოდან” (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).

სამი მხრიდან (ვაკე, საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ, – ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. აქ 18 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი.

დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი