მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოს განცხადება (21.02.2014)

საპატრიარქოს განცხადება (21.02.2014)

მამა გაბრიელი

წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, რომელიც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.

წმიდანის ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და თავად გადაიხდის პარაკლისს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან (და არა ადრე გამოცხადებულ 18:00 საათზე) სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.

წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები