20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაქართველოს საპატრიარქოს განცხადება (18.07.2013)

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (18.07.2013)

საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

რამდენიმე დღეა მედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგიერთ გაზეთში კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა ამ მიზნით მის უწმინდესობასთან ბატონი პაატას ”საიდუმლო შეხვედრისა”.

ეს ინფორმაცია საერთოდ არის ყალბი და იგი სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იგი კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად.

მსგავსი სტატიები

12 COMMENTS

  1. ხოდა როგორც რიგითი მოქალაქე საქართველოსი ,ვთვლი რომ სწორედ ბატონი პაატაა ყველაზე რეალური კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტობისა. რადგან პოლიტიკურ ტალახში ასჯერ გასვრილ სხვა კანდიდატებს აღარ ვედობით ქართველები , დაახვიონ . ბატონი პაატა სწორედ რომ სამშობლოს უანგარო და მსოფლიოსთვის ცნობადი სახეა . პოლიტიკოსი სულაც არაა პრეზიდენტად საჭირო , დღეს პოლიტიკოსზე მეტია ამ თანამდებობაზე საჭირო, რასაც საქართველოს მოამაგე, ადამიანური წესიერების მატარებელი ადამიანია საჭირო.

  2. ,,საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იგი კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად.’’
    რა თქმა უნდა ეს ასეც იქნება!!! მაგრამ დღეს საქართველოს ეკლესიას ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ეპატონებიან და როცა განიწმინდება ქვეყნის გაერთიანების საწინდარიც ეგ იქნება!!!

  3. გამაერთიანებელი ძალა რატომ 91-92 წლებში არ იყო, კანონიერი ხელისუფლება რომ გადააგდეთ პუტჩისტებთან ერთად… ზვიად გამსახურდიას სატანა უწოდეთ და ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში დაასაფლავეთ? რატომ არ გაახსენდა ეკლესიას გამაერთიანებელი რომ უნდა ყოფილიყო ძმათა მკვლელი თბილისის ომი? რატომ არაფერი გააკეთა, რომ შეეჩერებინა? აწყობდა გკბ ასე ხომ?!

    • მართალია, საპატრიარქო რომ თავის დროზე კანონიერ და ეროვნულ მთავრობას გვერდით დასდგომოდა ასეთ მძიმე შედეგს არც მაშინ მივიღებდით და არც დღეს ვიქნებოდით ამდენ ვაება გადატანილი, საინტერესოა რატომ მაშინ არ დააფიქსირა საპატრიარქომ და პატრიარქმა საკუთარი აზრი როცა ქვეყნის პრეზიდენტს, საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უანგაროდ შეყვარებულ ადამიანს ქვეყნიდან აძევებდნენ, რატომ არ გააპროტესტეს პარლამენტის შენობის წინ ტანკებით და იარაღით ეროვნული ხელისუფლების დამხობის ფაქტი, რატომ არცერთი მღვდელი არ მივიდა იქ მაშინ და საერთოდაც რატომ იყვნენ ჩუმად, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა და თქვით რას აღნიშნავდით შობის ღამეს საპატრიარქოში უდიდესი ბანკეტით, ქვეყნიდან ვისი გაძევება გაგეხარდათ ასე ძალიან. სამწუხაროა, თქვენ უნდა აძლევდეთ ხალხს მაგალითს, სწორედ თქენ უნდა გეშინოდეთ, ვისაც მეტი მიეცა მას მეტიც მოეკითხება, ჰოდა დროა უკვე ამაზე იფიქროთ, ხალხი სულელი არაა ჩვენ ყველაფრის მოწმე და საკუთარი თვალით მხილველი გავხდით ბოლო 25 წლის განმავლობაში. გრცხვენოდეთ.

      • ნინო,
        საპატრიაქროს გვერდში დადგომაში რას გულისხმობ, უნდა მოეწოდებინა – დარჩით ხალხნო და ტანკებს შეუვარდითო? ან ეკლესია ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე უნდა ყოფილიყო? თან იმ დროს კანონიერი ხელისუფლება აღარ არსებობდა – ვინ ვის ეომებოდა აღარ იცოდა, ან პატრიარქს რა უნდა ეთქვა? ან როდესაც მოუწოდა დაშლისაკენ დაუჯერა ვინმემ? და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ან პრეზიდენტზე რა უნდა ეთქვა? დევნა იყო მასზე(პრეზიდენტზე) საერთაშორისო.და საერთოდ ნინო შენ რა გაქვს შენი წილი გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ბედავ და პატრიარქზე ამბობ ბანკეტებს იხდიდა და პრეზიდენტის გაძევება უხაროდაო? ან ვის უნდა რცხვენოდეს? განა ჩვენ ქვეყანას ეკლესიის და პატრიარქის გარდა ყაავს პატრონი?

  4. jer tqven ganicmindet da mere sxvas miutitet.ra samcuxaroa amden ugmertos rom itevs es qveyana. vin mogcat ufleba edziot codo madls samgvdeloebis? sjobia tqvens codvebz godebdet sanam sxvisken gaishvert xels. chveni mamebis locvit dgas fexze saqartvelo.

  5. erti ram mainteresebs am gazetebshi amdeni sisulele rom ibechdeba amaze aris tu ara vinme pasuxismgebeli? wesit dauzustebeli da mcdari informaciis gavrcelebaze unda iyoos jarima. da mere agar gabedaven.

  6. paata martlac kargi adamianiaa da tu es simartles sheesabameba momxre var, magram davanebot ertmanetze saubars tavii da uketesia ertmaneti shevikvarot

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები