მთავარი » საზოგადოება

საპატრიაროს განცხადება 17 მაისის მოვლენებზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2013 | 3,339 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს იმ მოვლენების გამო, რომელიც 17 მასს განვითარდა.

საპატრიარქოს განცხადება ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

“საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩატარებისას მოხდა და რომელსაც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება და სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა ანგარიში არაფერს გაუწიეს და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს დამატებით გამაღიზიანებელ მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე განცხადებით, საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ნორმებში არ ჯდება.

„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა ზიანი მთელ ეკლესიას მიაყენეს. საპატრიარქო მათ ქმედებს შეისწავლის და ჩვენის მხრივ სათანადო ზომებს მივიღებთ. უნდა აღნიშნოს, რომ არა სასულიერო პირთა ძალისხმევა და პოლიციის თავდადება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა”, – აღნიშნა დეკანოზმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამ–ხათუნა says:

    მე 17 მაის რუსთაველზე ვიყავი და სრული სიმშვიდე იყო…თუ რამე ხდებოდა, ფაქტია სხვა ძალა მართავდა აგრესიას…ყოველ შემთხვევაში ვინც იქ არ იმყოფებოდა, ტელევიზორიდან სიმართლის დადგენას ნუ ეცდება!
    რაც შეეხება სასულიერო პირებზე”ძველი ბიჭების” დაბრალებას,ყველას შეუძლია ასეთ ხალხმრავლობაში ანაფორის გადაცმა და გინება..მითუმეტეს თუ არ დაგვავიწყდა რა ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ და რომ ჯერჯერობით არსად წასულა..ყოველგვარი უზნეობა უნდა დაიგმოს ყოველთვის და მითუმეტეს ასეთი.სასულიერო პირები მამაკაცები არიან და ვის შეუძლია განიკითხოს იმისათვის, რომ უნდათ სოდომის დაგმობა!მე კი პირიქით მიმაჩნია, რომ აქამდე კიდევ ბევრ რამეზეც უნდა გამოსულიყვნენ! და რომ პოლიტიკაში კი არ ერევიან, არამედ საქართველოს განადგურებას ეწინააღმდეგებიან!და რომ ესეთ დროს ერიც და ბერიც ერთად უნდა იდგეს! და იდგება კიდეც!საქართველოს განადგურება შეუძლებელია!

    ზოგი “ფერადი” ჰასტუკების ცვლაშია…
    ზოგი გადაიცვამს ანაფორას და იგინება…
    ზოგი ფულს იღებს აგრესიის გადაღებაში და გონია მოიხმარს…
    ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას,მაგრამ მთავარია გამოფხიზლდა ქართველი ერი და მიხვდა,რომ თვითონ უნდა მართოს თავისი სახლი,რომელსაც საქართველო ჰვია! და რომ უზნეობა და უსამართლობა თავიდანვე უნდა იყოს დაგმობილი, თორემ მერე ყველას კარს მიუკაკუნებს!რომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ, თანავუგრძნოთ, რომ ღირსეულად ვიაროთ,რომ ბოროტთან ბრძოლას ჰქვია ცხოვრება და არა დამონებას!
    გამოფხიზლდა საქართველო, მადლობა უფალს!უფალი მეფობს!
    ხათუნა კვაჭანტირაძე

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი