მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (17.09.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2015 | 1,622 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, საპატრიარქო რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში; მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება.
მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა.
ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და, ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული.
შევნიშნავთ იმასაც, რომ რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ახორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მით უმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული”, – ნათქვამია განცხადებაში.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი