მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქოს განცხადება (17.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.04.2014 | 1,152 ნახვა

საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა.წ. 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. როგორც დავადგინეთ, საუბარი შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც აღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გასცენ”, – ნათქვამია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი