საქართველოს საპატრიარქო 2014 წლის 7 მაისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის თაღის ჩამონგრევის შედეგად ორი ახალგაზრდის გარდაცვალებისა და ორი პირის დაშავების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ეს არის მეტად მძიმე შემთხვევა და მისი მიზეზები, აუცილებლად, დროულად უნდა იქნას დადგენილი. გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
