მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოს განცხადება (08.01.2014)

საპატრიარქოს განცხადება (08.01.2014)

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ საზოგადოებას საპატრიარქოს განცხადება გააცნო:

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ
ჩვილი საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს.

კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა”

10 COMMENTS

  1. მე, ისევე როგორც ჩემი მეუღლე, ეკლესიური ადამიანი გახლავართ. დეტალებზე არ შევჩერდები და ვიტყვის იმას, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერების (ინსემინიციის) შედეგად შეგვეძინა.
    მიუხედავად იმისა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეუღლის ასაკიდან გამომდინარე (40 წლის) დაფეხმძიმების ალბათობა 20-30 %-ს არ აღემატებოდა, წამით არ დაგვიკარგავს უფლის დახმარებისა და გულმოწყალების იმედი და, პირველივე ცდიდან ცხრა თვის თავზე სწორედ ღმერთმა (და არა პოსტმოდერნისტულმა ეპოქამ) ანგელოზივით ბიჭი გვაჩუქა.
    მართალი გითხრათ, საშობაო ეპისტოლე რამდენჯერმე, სხვადასხვა ელექტრონულ გვერდზე წავიკითხე, რადგან ის, რომ „ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები მომავალში პრობლემატურნი იქნებიან“ და ის, რომ ხელოვნური განაყოფიერება “მძიმე ეთიკური საკითხია”, იმდენად მტკივნეული, გაუგებარი და აუხსნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ აღარც კი ვიცი, რა ვთქვა. ან როგორ ან რანაირად უნდა გავიგო ის, რომ ჩემი პატარა ნიკოლოზის სიცოცხლე „მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.
    უწმინდესის მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემიდან გამომდინარე, მე იმის თქმაც კი მიჭირს, რომ ეპისტოლეში გამოთქმულ ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სიბრძნით აღსავსე ადამიანი, როგორიც პატრიარქია, ამას ვერანაირად ვერ იტყოდა და ზემოაღნიშნული სიტყვები ეპისტოლის ტექსტის ამკრეფის, რედაქტორისა თუ ვინმე არაკეთილმოსურნის შორს გამიზნული ინტერპრეტაცია მგონია (ისევე, როგორც ეს ბუდა-ბარისა და კაზინოების შემთხვევაში მოხდა).
    ზემოხსენებული მოსაზრებით გამოწვეული ვნებათაღელვიდან და რამდენიმე ათასი ადამიანის დიდი ტკივილიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს….

    • momismine qalo shen ro rcmena gqonoda ar gaiqceodi da xelovnurad ar iyoliebdi shvils ra.mere kide 40 celi ra iseti asakia rom shvils ver iyoliebs kaci.mag shen qmars tu sxva problemebi aq ega tqvi.patriarqs nu exebi sheni bindzuri xelebit da sityvebit…..tavs iklavdi locvebit marxvit da ziarebit da shvili ar mogca ara gmetma?zustad ai aq gamochnda sheni rcmena.idi xani elodei da ar mogca ara.ar xar girsietyoba damagitom…..momindomes aq patriarqs sheni dasarigebeli ra schirs.tavxedi xalxi xart fuf

      • რომელ რწმენაზეა აქ ლაპარაკი…დაილია საქართველოში სიწმინდეები?რომელ სიწმინდეს მიეახლა რწმენით და არ უშველა? დედაჩემი ზიარებამ სიმსივნისგან იხსნა,ეკლესიურმა ცხოვრებამ მე საშინელი განსაცდელისგან მიხსნა…რავი რომელი ერთი ვთქვა?მაგრამ ამისთანებმა ფეხი ხომ უნდა აუწყონ თანამედროვეობას?

  2. განიკითხეთ და აფურთხეთ ერთმანეთს,ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოება???თუ სხვისი ტკივილი არ გესმით ნუ განიკითხავთ მაინც…

  3. მარიამ, გრცხვენოდეთ. სხვა ადამიანის გულისტკივილის გაგება და სხვა ადამიანის პატივისცემა თუ არ ძალგიძთ, საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი. სხვისი ჭკუის დარიგებისა და შეურაცხყოფის ნაცვლად იქნებ სხვის განსაცდელზეც გეფიქრათ? თქვენ რომ მორწმუნე ადამიანი ბრძანდებოდეთ,უცხო ადამიანს ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავდით. ასეთი დამოკიდებულება ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ. თუმცა, შეიძლება ტაძარში დროგამოშვებით კი დადიხართ, მაგრამ იქ რა ხდება, ვერა გაგიგიათ რა. ეს ძალიან სამწუხაროა…

    და კიდევ ერთი, როცა აზრს ქართულად გამოთქვამთ, ქართული შრიფტით უნდა წეროთ. ასე წერა გაუნათლებლობის ნიშანია და ეს თუ არ დაგავიწყდებათ, თქვენთვის სულაც არ იქნება ცუდი. ღმერთს ებარებოდეთ.

    • eg sheni saqme araa me chinuri asoebit davcer tu qartulad.myavde exla shenc ra namdvili qristiani.

    • da sasircxvilo ra davcere ro ar cams mag qalia tu kacia gmertis?ro scamdes imas agar ityoda rom gmetma shvili ar momcao.itxova rcmenit da ar mieca?shen vin xar rom meqomagebi.shens tavs mixede magas sheudzlia tviton gamces pasuxio.martla grcxvenodes ra shennairebi arian lgbt cevrebs rom ucheren mxars zustad da ara patriarqs

  4. მარიამ, გრცხვენოდეს. ასე არ შეიძლება…

    • shen tavs mixede da me vici visic da risic shemrcxveba.lgbts damcvelebo.urjulo xalxi xart da simartle guls gikacravt

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები