13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვასაპატრიარქოს განცხადება (02.01.2013)

საპატრიარქოს განცხადება (02.01.2013)

მამა გიორგი ზვიადაძე ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება.

ყველა მსურველს შეეძლება, პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღები სამების ახალგაზრდულ ცენტრში თავად მიულოცოს. მიღება 3 იანვარს, 18:30 დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა.

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. ასეთი ინფორმაციები რატომ არ ცხადდება ართი დღით ადრე მაინც. ასევე იყო 25 დეკემბერს სვეტიცხოველში ჩატარებული საზეიმო წირვის დროსაც. ინფორმაცია ძალზე დაგვიანებულად იყო მოწოდებული. და მაშინაც ვერ შევძელი მისვლა. თუ ყველაფერი გარკვეული ”წრისთვის” არის განსაზღვრული და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინ საერთოდ აღარც არის ასრთი ინფორმაციების პოსტ ფაქტუმ გაჟღერება რადგან ამაში უკვე ცინიზმი იგრძნობა. მოგეხსენებათ,რომ ადამიანი სულ სოციალურ ქსელთან არ ზის და არც ტელევიზორთან.მამაცხონებულებო! თუ მუსლიმთა საბჭოს თავჯდომარეს ეს რამდენიმე დღით ადრე გააგებინეთ მხოლოდ იმიტომ რომ მას ეგრეთ წოდებული პატივისცემა ამოძრავებს პატრიარქის მიმართ. ქართველი ხალხი იმ მუსლიმების მერე მეათე ხარისხში რატომ გყავთ დაყენებული?! ვის უფრო უხარია რომ პარტიარქს დაბადების დღე მიულოცოს? იქნებ მითხრათ რომ მუსლიმების ლიდერს უფრო ვიდრე მე, ან სხვა მართლმადიდებელ ქართველს?

    • ქალბატონო ნინო! თქვენი მსჯელობა არ შეეფერება მართლმადიდებლურ მრწამსს. სადაა თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარული? ვის უწყრებით ამბიონს თუ საპატრიარქოს? იქნებ ჯობდა ჯერ ჩვენ ცოდვილ ცხოვრებაზე და ცოდვებზე გვეფიქრა და მერე სხვანი განგვეკითხა. ვართ კი ღირსნი პატრიარქთან მისვლისა???

  2. სირცხვილია! რომ შუქურ ფაშებისთვისაა პატრიარქთან მიახლება ხელმისაწვდომი და არა ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები