მთავარიკულტურასაპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება

2013 წლის 27 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლ „ფერხისას“ საღამო.

ანსამბლი შეასრულებს სადღესასწაულო და წირვა-ლოცვის სხვადასხვა სკოლის საგალობლებს.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ფერხისა“ შეიქმნა 2008 წელს, ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის ძირითადი შემადგენლობა, რა სახითაც დღეს არსებობს, ჩამოყალიბდა 2010 წელს.სამების ახალგაზრდული ცენტრი აღნიშნული შემადგენლობით ანსამბლის პირველი გამოსვლა განხორციელდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). დღესდღეობით, ანსამბლის ძირითად შემადგენლობასთან თანაარსებობს შედარებით უმცროსი თაობის აღსაზრდელთა ჯგუფიც. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლებია. შესწავლის ძირითადი წყარო საარქივო ჩანაწერები და საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის მიერ გამოცემული სამგალობლო კრებულებია. დაარსების დღიდან ანსამბლი „ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტებისა თუ ღონისძიებების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონაწილეა და თავადაც მართავს ამგვარი ტიპის საღამოებს. 2012 წლის 17 ივნისს ანსამბლმა გამართა საღამო ბედიანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მხარდასაჭერად. კონცერტებს მართავს როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონებში. ანსამბლ „ფერხისა“-ს ორგანიზებით გასულ წელს, ქალაქ თელავში გაიმართა ტრადიციული სიმღერა-გალობის საღამო, რომელშიც სხვადასხვა ადგილობრივი თუ მოწვეული ანსამბლი ღებულობდა მონაწილეობას.

ანსამბლ „ფერხისა“-ს რეპერტუარი ყოველწლიურად ფართოვდება. სიმღერა-გალობასთან ერთად ბავშვები ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავებსაც. დღესდღეობით, ანსამბლი აქტიურად მუშაობს წირვა-ლოცვის საგალობლების შესწავლაზე. ანსამბლის მიზანია საკონცერტო გამოსვლებთან ერთად, მონაწილეობდეს ღვთისმსახურებებშიც.

მისამართი: ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები