მთავარიქრისტიანობასაპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა

საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა

საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიაქროს განცხადებთ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები