მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2014 | 2,374 ნახვა

საპატრიარქო საპატრიარქოს შენობასთან დღეს გამართულ აქციასა და იქ მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე”,- ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, საპატრიარქოსთან თავდაპირველად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს ეთანხმებიან. მოგვიანებით შენობასთან ის ადამიანები მივიდნენ, რომელბიც ეპისტოლეს გარკვეულ ნაწილს აპროტესტებენ.

საპატრიარქოსთან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და მცირე ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რის შემდეგაც ვითარებაში საპატრულო პოლიცია ჩაერთო.

საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციები დასრულდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი