მთავარი » პოპულარული

საპატრიარქო ილია II-ის იერუსალიმში ვიზიტის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.02.2012 | 2,331 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წმიდა მიწაზე, იერუსალიმში ვიზიტის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში უწმიდესი და უნეტარესი ეწვევა ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინისა და იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს. დღეს დელეგაციის წევრები ძველ იერუსალიმში, იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს ეწვევიან. შეხვედრის შემდეგ ორი პატრიარქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოილოცავს მაცხოვრის ყოვლადწმიდა საფლავს. დღესვე, ილია მეორე კატამონში წმიდა სვიმეონ მირმქმელის საფლავს მოილოცავს.

ხვალ დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს (ეს ის ადგილია, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ), თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

იმავე დღეს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავს ჯვრის მონასტერს. შემდეგ გაემგზავრება პალესტინის ავტონომიაში, ქალაქ რამალაში, სადაც ექნება შეხვედრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.

19 თებერვალს ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.
20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წირვას ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში შეასრულებს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება იერუსალიმიდან ქ.ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც მოილოცავენ წმიდა გიორგის საფლავს და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.

22 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქ.ხოლონში, სადაც პატრიარქი ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება. 23 თებერვალს ილია II ისრაელის ქნესეთში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმიდა მთაზე გაემგზავრება და წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს. იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება.

24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმიდა გერასიმეს მონასტერს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მოილოცავენ წმიდა ელია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად წმიდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქი სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი