მთავარი » პოპულარული

საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენცია ლიკანში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.08.2011 | 1,764 ნახვა

დღეს ლიკანში საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ლიკანი3-სართულიანი შენობა ბორჯომის მრევლის მიერ გაღებული მცირე შემოწირულობებით აშენდება… ამ დრომდე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის ემასპინძლათ.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონსა და იგივე ძვ.სადგერის ხეობას.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით ამ მხარეში ეპარქიის დაარსება 1978 წელს გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის საფუძველზე დაარსდა ორი ეპარქია: ახალქალაქისა და კუმურდოს და ბორჯომისა და ბაკურიანის.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა დაადგინა. საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობას ლიკანშიც სწორედ ის უხელმძღვანელებს.

მთავარეპისკოპოს სერაფიმეს ძალისხმევით ეპარქიის ტერიტორიაზე ათობით მოქმედი და მშენებარე ეკლესიაა, რომელთაც შესაბამისი რაოდენობის ღვთისმსახური ემსახურება. უშუალოდ მღვდელმთავრის მიერ ბოლო დროს რამდენიმე ეკლესია მოიხატა. ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში, დღეს კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება. ეპარქიის ძველ სამონასტრო კერებზე მიმდინარეობს ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესის განახლება, საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული ქრისტიანული ხელოვნებისა და ხელსაქმის, სასულიერო განათლების ტრადიციის აღდგენა და სხვ.

საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობა კი რამდენიმე წელიწადში დასრულდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი