მთავარისაზოგადოება"საპატიო თბილისელის" წოდება 10 ადამიანს მიენიჭა

“საპატიო თბილისელის” წოდება 10 ადამიანს მიენიჭა

“საპატიო თბილისელის” წოდება 10 ადამიანს მიენიჭა.

საპატიო თბილისელი 2014თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

“საპატიო თბილისელებს” შორის არიან მეტროსადგურის პროექტების ავტორი ლამარა აბაშმაძე, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, კომპოზიტორი გურამ ბზვანელი, მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე და მისი ჯილდო მსახიობ გივი ბერიკაშვილს გადასცეს.

“საპატიო თბილისელის” წოდება ასევე გადაეცათ: მწერალ ბაჩანა ბრეგვაძეს, პროფესორს, მეცნიერებათა დოქტორს ივა ბერაძეს, “ქართული ხმების” სოლისტს გია ჭირაქაძეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს და მეცნიერ გივი ღამბაშიძეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები