მთავარი » პოპულარული

“საპატიო თბილისელი” 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.10.2012 | 2,152 ნახვა

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დღეს საღამოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თბილისობა“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში თავისი მოღვაწეობით გამორჩეულ ექვს ადამიანს მიენიჭა. მათ თბილისის სიმბოლური გასაღები დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გადასცა.

“საპატიო თბილისელის” წოდება მიენიჭა: ცნობილ კომენტატორს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტული რადიო “ჯაკოს” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორ ჯამლეტ ხუხაშვილს; ამ სტატუსის მფლობელი გახდა ასევე საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი ბიძინა მურღულია, საოპერო ვარსკვლავი, დრამატული სოპრანო, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურიატი ცისანა ტატიშვილი. “საპატიო თბილისელია” ექიმი-ონკოლოგი, რუსეთის მედიცინის აკადემიიის წევრი, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ დავიდოვი. “საპატიო თბილისელის” წოდება მიენიჭა ცნობილ კომპოზიტორ კახა ცაბაძეს და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, “დირსის” ინვესტორს, შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვს.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ნომინანტებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ კულტურის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი