თბილისის მერმა გიგი უგულავამ “საპატიო თბილისელები” დააჯილდოვა. “საპატიო თბილისელის” წოდება 18 ადამიანს მიენიჭა:
თამაზ ჭილაძეს (მწერალი), ამირან შალიკაშვილს (მსახიობი), მზია ნადირაძეს (ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი), მალხაზ სონღულაშვილს (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი), ციალა კალმახელიძეს (ბიბლიოთეკარი), ქეთი მატაბელს (მხატვარი), რამინ მიქაბერიძეს (მომღერალი), თემურ ყვითელაშვილს (მუსიკოსი), თამაზ ჭელიძეს (გეოფიზიკოსი), გიორგი ჩლიაძეს (კომპოზიტორი), თეიმურაზ ბაბუნაშვილს (პროფესორი), ჯემალ ბაღაშვილს (მუსიკოსი), ნუგზარ შარიას (ჟურნალისტი, მსახიობი), ნოდარ გიორგაძეს (ბიზნესმენი), თენგიზ დოლიძეს (თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელი), ანზორ ტარყაშვილს (ავტობუსის მძღოლი), გელა ჩარკვიანს (დიპლომატი) და მალგოჟატა გოშევსკას (საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე).
“საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონია თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” გაიმართა.
