25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებაახალი თაობის აღზრდა"შანსი არ არის, ხანგრძლივი კარჩაკეტილობიდან ბავშვები არ გამოვიდნენ ქცევითი და ემოციური...

“შანსი არ არის, ხანგრძლივი კარჩაკეტილობიდან ბავშვები არ გამოვიდნენ ქცევითი და ემოციური პრობლემებით”

ფსიქოკონსულტანტი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი (სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “რეალური სივრცე”):

“შანსი არ არის, რომ ამ სიტუაციიდან (ხანგრძლივი კარჩაკეტილობა) ბავშვები არ გამოვიდნენ ქცევითი და ემოციური პრობლემებით. კვლევები ძალიან მწირი გვაქვს საქართველოში, მაგრამ ყველა პროფესიონალი, პედაგოგების ნაწილი და მშობლების ძალიან დიდი ნაწილი ამჩნევს, რომ პრობლემები უკვე სახეზეა.

-სახეზეა ქცევითი პრობლემები, რომელიც გამოიხატება დაუმორჩილებლობის, პროტესტის, აგრესიის სახით.

-სახეზეა ემოციური პრობლემები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვებს აქვთ აკვიატებული აზრები, ფიქრები. ამის გამო მომართვიანობა გაიზარდა პრაქტიკოს ფსიქოლოგებთან.

აქაც პრობლემა გვაქვს, რადგან არ გვაქვს ჩვენ ძლიერი ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო. ამ პანდემიას კი გადავაგორებთ ოდესმე, ალბათ, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ტალღა რომ მოდის ამას მზად ვხვდებით?

რა ვქენით ჩვენ? ვიფიქრეთ, როგორ ბრუნდებიან 4-ში სკოლებში ეს ბავშვები? რა რესურსებით მოდიან. თითქმის ყველა ბავშვს დემოტივაცია აქვს. ეს ბავშვები რომ შევლენ ასე, ქცევითი პრობლემებით, დემოტივირებული, კლასში მოქცევის წესები რომ დავიწყებული აქვთ, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. იმიტომ რომ სხვა რეალობაში იყვნენ ეკრანთან, აქეთ დედა, იქით მამა, იქით ძმა, ჩავრთავ, გამოვრთავ. ეს ხომ ის რეალობა არ არის, რაც საკლასო ოთახში დახვდება. და მერე იქნება ის პრობლემა, რომ „პრობლემა აქვს ამ ბავშვს“, „რაღაც ისე ვერ არის“ და ისევ ამ ბავშვს დაუბრუნდება ეს ცუდად. ჩავიკეტეთ, ჩაკეტილ წრეზე ვართ და აქედან გამოსავალზე დაფიქრება ახლა კი არა, დიდი ხნის წინ იყო საჭირო.”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები