მთავარიქრისტიანობასამკერდე ჯვარი

სამკერდე ჯვარი

“ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. სამკერდე ჯვარი
ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.

ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა. მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად, ხატწერის წესების დაცვით (მაგალითად ფეხები გადაჯვარედინებული არ უნდა ჰქონდეს და სხვა). ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია. დასაშვებია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი, აგრეთვე ორნამენტებით გამშვენიერებული ჯვრის ტარებაც.

ნათლობის ჯვარი ქრისტიანისათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ მისი ყოველდღიური ტარება საფრთხილოა, გირჩევთ, იგი უნდა ინახებოდეს ოჯახში სიწმინდეებთან ერთად და გავიკეთოთ განსაკუთრებულ დღეებში; დიდ დღესასწაულებზე – საზეიმო განწყობილების გამოსახატავად, ან მწუხარებაში – ნუგეშისათვის. ჩვეულებრივ კი, ქრისტიანმა მის სახელზე ნაკურთხი სხვა ჯვარი ატაროს.

ჯვრის შეძენა შეიძლება ეკლესიაში; შეიძლება მისი ინდივიდუალურად დამზადებაც მღვდლის ლოცვა-კურთხევით.

სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული.

ჯვართან ერთად ქრისტიანმა შეიძლება ატაროს ნაკურთხი მედალიონიც მაცხოვრის, ღმრთისმშობლის ან სხვა წმინდანის გამოსახულებით. ჯვრის და მედალიონის სამკაულად ტარება გაუმართლებელია,” – მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი.

4 COMMENTS

  1. ???? “ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია” ????

    როგორცა ჩანს ამ ტექსტის წერისას მცირედი ხარვეზია გაპარული. კუსტარულად დამზადებული ჯვრების შეძენა გაუმართლებელი არაა!!! მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მონასტრისავე წევრის მიერ დამზადებული ჯვარიც კუსტარულია და არ შეიძლება მისი შეძენა? თუ ჯვარი მაინცა და მაინც ბერმა უნდა გააჯეთოს? ტერმინი კუსტარული ნიშნავს – “არაფაბრუკულს”, “შინამრეწველურს”… არაკანონიკური ჯვარი შესაძლოა დამზადდეს ფაბრიკაშიც, (მაგალითად კათოლიკეების ფაბრიკაში) და ის შეიძლება შეცდომით დაამზადოს მონასტრის წევრმაც.
    რა ჯვრებს ატარებდნენ ჩვენი წინაპრები მაგალითად 300 წლის წინ? ქარხნებში დამზადებულებს? განა ეს არ იყო კუსტარულად დამზადებული ჯვრები?
    ტექსტში ასევე შეინიშნება გრამატიკული შეცდომებიც…

    • ერთდროულად ორი ჯვრის ტარება არ შეიძლება.შეგიძლიათ მონაცვლეობით ატაროთ.

      • Kvela adamant tavisi Jvari aqvs.ori jvris tareba sheizleba.mtavaria ratom da ras nishnavs.mgvdlebi or jars at are Ben. …minimum.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები