სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა 13 წლის შემდეგ დაიწყო.
სამების საკურთხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა და ის ყოვლადწმინდა სამებას ეკუთვნის.
ტაძარი, რომელიც მთლიანობაში 9 ეკლესიას მოიცავს, 1995 წლიდან 2004 წლამდე შენდებოდა. ის ორ ნაწილად – მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებადაა გაყოფილი.
სამების ტაძარი 5000 მეტრ ფართობზე მდებარეობს და ათეულობით ათას მლოცველს იტევს.
