მთავარი » პოპულარული

სამებაში ყოველდღე პარაკლისები ჩატარდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2013 | 3,694 ნახვა

11 მარტიდან სამების საკათედრო ტაძარში ყოველდღე სპეციალური პარაკლისები ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 10 მარტს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

სამება ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19.00 საათზე დაიწყება.

პარაკლისების განრიგი:

ორშაბათი – წმიდა სამების პარაკლისი – საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. პატრიარქის თქმით, ეცდება ამ პარაკლისზე აუცილებლად თავად იყოს ხოლმე.

სამშაბათი – წმიდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. ილია მეორემ მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ.

ოთხშაბათი – ჯვრის პარაკლისი. ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ.

ხუთშაბათი – ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის.

პარასკევი – ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

შაბათი – დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის.

კვირა – წმიდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის. ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • nino says:

    shabats romel saatzea micvalebultatvis panashvidi? madlobt

  • ნესტანი says:

    ლოცვა საქმის გარეშე უშედეგოაო.. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვებია.. უამარავი ადამიანი შიმშილითა და ავადმყოფობით იტანჯება და იღუპება საქართველოში.. იმ ლოცვას, ცოტა საქმეც მიაშველონ…
    იმ ფულიდან, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს საპატრიარქო, ნახევარი მაინც რომ მოახმარონ სოციალურად დაუცველ საზოგადოებას, ქვეყანაში სიტუაცია ამ მხრივ , საგრძნობლად შემსუბუქდებოდა..
    მაგრამ, მერე ძვირადღირებულ მანქანებსა, დიდ სასახლეებსა და ასევე, შვილებისა და შვილიშვილების საზღვარგარეთ სწავლაზე უარის თქმა მოუწევდათ სასულიერო პირების უმრავლესობას…
    თუ ვცდები, ამიხსენით და ბოდიშს მოვიხდი…

  • ნინო ძამაშვილი says:

    დიდი მადლობა! ძალიან კარგია!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი