მთავარი » ჯანმრთელობა

სამეანო ულტრაბგერითი კვლევა 2-3-4 d რეჟიმში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2017 | 3,007 ნახვა

12 კვირა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი “ლოკუსი” უკვე 12 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში “ლოკუსის“ მიმართ ნდობა პაციენტებისა უფრო და უფრო იზრდება, რადგან ცენტრს უამრავი პლუსი აქვს: მომსახურების ხარისხი, გუნდის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა და ამასთან, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილობა. ცენტრი ემსახურება ყველა პროფილის პაციენტს. ამჯერად ჩვენ დავინტერესდით იმ უახლესი კვლევებით, რასაც თანამედროვე აპარატურით აწარმოებენ. კითხვებით მივმართეთ “ლოკუსის” ექიმ-რადიოლოგს, ქალბატონ ხათუნა კაკაბაძეს.

– ქალბატონო ხათუნა, ვიცით, რომ ყველაზე ხშირად მოგმართავენ ორსულები. რამდენად უსაფრთხოა ეს კვლევა და როდიდან არის აუცილებელი ამ კვლევის ჩატარება?

– ულტრაბგერითი კვლევა უსაფრთხოა როგორც მომავალი დედისთვის, ისე ნაყოფისთვის და ორსულთა მეთვალყურეობის შეუცვლელი მეთოდია. იგი საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ნაყოფის ზრდა-განვითარებას მუცლადყოფნის ადრეული ეტაპიდან დაბადებამდე. ექოსკოპიურად ვადგენთ არა მარტო ნაყოფის რაოდენობას, არამედ მრავალნაყოფიანი ორსულობის ტიპსაც, მონოქორიონულია, თუ დიქორიონული, რაც ხელს უწყობს ორსულობის ეფექტურ მართვას და მშობიარობის დაგეგმვას. ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია ექტოპიური ( საშვილოსნოსგარე) ორსულობის გამოსარიცხად. სანაყოფე პარკის დაფიქსირება ტრანსაბდომინური მიდგომით ორსულობის მესამე კვირიდან არის შესაძლებელი. მეექვსე კვირიდან ნაყოფის გულისცემა ფიქსირდება.

გეფერიძეაუცილებელია ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის მე-11-12 კვირის ვადაზე. ამ დროს ფასდება ცხვირის ძვალი, ნაყოფის საყელოს ნაოჭი (ყელის არის რბილი ქსოვილები), რათა გამოირიცხოს ქრომოსომული პათოლოგიების განვითარების რისკი. ექოსკოპიური რუტინული გამოკვლევით ფასდება ნაყოფის ზრდა – განვითარება, პლაცენტის მდებარეობა, მდგომარეობა, სანაყოფე წყლების სტრუქტურა, რაოდენობა, ჭიპლარის, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა.

– დიდი პოპულარობით სარგებლობს მოცულობითი ექოსკანირება სამ და ოთხგანზომილებიან რეჟიმში…

– დიახ, ამ აპარატის დანერგვით ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა გაჩნდა. ეს დახვეწილი ტექნიკა ექიმს უადვილებს მუშაობას, მაღალგარჩევადუნარიანია, უფრო კომფორტულია და სიამოვნებასაც განიჭებს. საშუალებას იძლევა სრულყოფილად დათვალიერდეს ნაყოფის სხეულის ნაწილები, სახის სტრუქტურა, თითები. მშობლები ეცნობიან თავიანთ პატარას მუცლადყოფნის პერიოდში, აკვირდებიან ნაყოფის მიმიკებს, მოძრაობას, აქვთ საშუალება შეინახონ ფერადი გამოსახულების ვიდეოჩანაწერი cd, dvd დისკების საშუალებით.

– როდისაა მიზანშეწონილი მოცულობითი ექოსკანირება?

– მოცულობითი ექოსკანირება მიზანშეწონილია ჩატარდეს 22-ე კვირიდან, როცა კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებულია და მკაფიოდ ჩანს სახის ნაკვთები.

ტყუპი

– რას ურჩევდით ორსულებს?

– ორსულებს ვურჩევ მოერიდონ სტრესულ სიტუაციებს, ისეირნონ სუფთა ჰაერზე საღამოობით, არაა სასურველი ძილის წინ ღამის მონაკვეთი გაატარონ კომპიუტერთან, პლანშეტთან და ა.შ. იკვებონ სწორად, მიირთვან წვნიანი კერძები, უარი თქვან გაზიან საამელებზე.

– გაზიანი სასმელი რას ვნებს კონკრეტულად?

– გაზიანი წყალი ხელს უწყობს ნაწლავებში აირების ჭარბ დაგროვებას. აირებით გადავსებული ნაწლავები საშვილოსნოს აწვება, იწვევს ტონუსის მომატებას, რაც საფრთხეს უქმნის ორსულობის მიმდინარეობას. გარდა ამისა, ულტრაბგერითი კვლევით ფიქსირდება ნაყოფის კუჭის გაზრდილი ზომები.

– ხომ არსებობს გამოსავალი?

წიკლაური – საკმარისია ორსულებმა 1-2 კვირის განმავლობაში რაციონიდან ამოიღონ გაზიანი სასმელი და პროდუქტები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმში აირების ჭარბ დაგროვებას, რომ დინამიკაში დაკვირვებისას ნაყოფის კუჭის ზომა ნორმას უბრუნდება.

– რას გვეტყვით მწეველ დედებზე?

– მინდა აღვნიშნო, რომ მწეველი ქალბატონები, ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში, სწორ გადაწყვეტილებას იღებენ და მავნე ჩვევაზე უარს ამბობენ.

– სასიხარულოა.

– დიახ, ქალბატონი, რომელიც ორსულობის დროს ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნაკლები გართულებები ექნება მშობიარობის დროს. ასევე რეკომენდებულია მომავალი დედა მომზადებული შეხვდეს ორსულობას.

– გმადლობთ საინტერესო რჩევებისთვის.

– ვუსურვებ ჯანმრთელობას: ყველა ორსულს, მომავალ დედას და პატარას!

მოამზადა რუსუდან კენჭოშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი