მთავარი » ფოტორეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2012 | 4,175 ნახვა

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, ახლად რეაბილიტირებული ახალციხის ისტორიულ უბანში – რაბათის ციხის ზედა ნაწილში განთავსდა. მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე დაცვის, განათების და ახალი კლიმატ-კონტროლის სისტემით.

მუზეუმში ადგილობრივი მასალების გარდა გამოფენილია ექპსონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ხელოვნების მუზეუმიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან.
სამცხე-ჯავახეთი თავისთავად საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, რაზეც საინტერესოდ მოგვითხრობს მუზეუმში დაცული უმდიდრესი კოლექცია.

მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები. თითქმის ყველა ის ექსპონატია გამოფენილი, რაც პირველყოფილი ხანიდან დღემდე სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

ახალაშენებულ საგამოფენო დარბაზებში გადაღება აკრძალულია. თუმცა სპეციალურად “ამბიონის” მკითხველისთვის ჩვენ მოვახერხეთ და მოვიპოვეთ გადაღების ნებართვა სპეციალური განათების გარეშე.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი