20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვასამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

საპატრიარქო მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებს მსახურების უფლება საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ ეს “ეკლესიის შიდა საქმეა”.

საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან. მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის საქმის შესწავლის მიზნით, საპატრიარქოში სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივმა მრევლმა დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართა.

მეუფე ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები