მთავარიკონკურსისალომე ნებიერიძე - „ჩემი სკოლა“ - სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საზანოს...

სალომე ნებიერიძე – „ჩემი სკოლა“ – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა

…გადავწყვიტე დამეწერა პროექტი “ჩემი სკოლა”. დავიწყე ფიქრი საიდან დამეწყო წარსულის მოთხრობა და მომავალზეც მეზრუნა, მაგრამ ფორმატის სიმცირის გამო თავი შევიკავე.

ჩემი ლამაზი, მთაგორიანი საყვარელი სოფელი ქვედა საზანო, ლეგენდების სოფელია,ზესტაფონის რაიონში. საზანოში ჩემი საშუალო სკოლაა. სალომე ნებიერიძე თითოეულ მათგანს დაარსების საინტერესო ისტორია გააჩნია.
მე კი ჩემ #1 საჯარო სკოლის შესახებ მოგითხრობთ.

1923 წლის პირველ სექტემბერს ქვედა საზანოელმა ბავშვებმა, მშობლებთნ ერთად იზეიმეს სკოლის გახსნა პატარა შენობაში. 1937 წელს აიგო სკოლისათვის დამახასიათებელი სამსართულიანი შენობა,სადაც დღეს მე და ჩემი თანაკლასელები ვსწავლობთ. სკოლის ფართობი 2 ჰექტარია. სკოლაში დღეისთვის 200 მოსწავლეა. აქ მომუშავე პედაგოგები ღრმა ცოდნით, რწმენით პასუხისმგებლობით აღსავსე, მაღალი კვალიფიკაციის, სერთიფიცირებული მასწავლებლები არიან. რომლებიც თავის დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით ეკიდებიან. მათ დაურალავმა შრომამ, დროის დამოცდას, მრავალ ჭირს გაუძლო, აღიზარდა თაობები, რომლებმაც ასახელა, სკოლა, აღმზრდელები, სოფელი, სრულიად საქართველო. აქ აღიზარდნენ: პოეტები, ისტორიისა და მეცნიერების დოქტორი, ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატები, პროფესორები, ადვოკატები, ექიმები, გენერალიც კი. ასე, რომ ჩემმა სკოლამ თქვა თავისი სიტყვა და ისევ,იტყვის მომავალში. მომავალშიც არ დაგვჭირდება სხვაგან გამოცდილი კადრების ძებნა,რადგან ამის საშუალება ჩემს სკოლას აქვს. სკოლის აღზრდილები წარსულში, აწმყოსა და მომავალშიც დასაქმდება სხვადასხვა სფეროში.

გაფრინდა წლები… პოლიტიკურად, სოციალურად დაძაბული .ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი წარსულში დარჩა, კურსდამთავრებლთა მოგონებებში. ჩემი თაობისათვის ცხოვრება ახლებურად დაბრუნდა და მცირე დროში ფორმა თუ შინაარსი იცვალა. სასწავლო არმზრდელობითი მუშაობა გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმით, დიდი რეფორმებით, რომელმაც განაპირობა სკოლადამთავრებულთა უმარლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალი მეთოდები. იზეიმოს ნიჭისა და ცოდნის ბრწყინვალებამ. სკოლამ სხვადასხვა დროს მიიღო გრანტი. გრანტით არის მოპოვებული სკოლაში კომპიუტერები, სხვადასხვა ტექნკური მოწყობილებები. BP-ის ხელშეწყობით სკოლაში სველი წერტილების საკიტხველი დარბაზი გაკეთდა.

სკოლამ ცოცხალი, ჯანმრთელი, თავისუფალი ურთიერთობების სივრცე უნდა შექმნას, სადაც ყველა პატივს სცემს სხვის აზრს, თუნდაც ის მთლიანად ეწინააღმდეგებოდეს სხვათა შეხედულებებს. მათ უნდა გაზარდონ თავისუფალი ძლიერი მოქალაქეები, რომლებსაც უშიშრად შეუძლიათ თავიანთი აზრის დაფიქსირება და დაცვა.

სკოლაში ჩემი აზრით აუცილებელია იყოს სპეციალური ფორმები, ასევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში აუცილებელია, თითოეულ მოსწავლეს კლასში ჰქონდეს კომპიუტერი. მინი ბიბლიოთეკები, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. თითოეულ საგანს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები და ლაბრატორიები,რადგან ჩვენთვის თითოეული თეორიული მასალა პრაქტიკულად ტვალსაჩინო გახდეს. სოფ. ქვედა საზანოს №1 საჯარო  სკოლა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს კიდევ უფრო მეტი უცხო ენა. ჩემი აზრით, ვინც სკოლაში მუშაობს გმირია, თუ იხარჯები სკოლაში ამაზე დიდი შრომა და შესაბამისად სიამოვნება არ არსებობს. მასწავლებლის მიერ მოსწავლეში ჩადებულმა შრომამ, არ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს, ამის მიზეზია მოსწავლეთა უმრავლესობა ღებულობს ოქროსა და ვერცხლის მედლებს, კომპიუტერებს, მეც ერთერთი მათგანი ვარ, ირიცხება უფასო უმარლეს სასწავლებელში, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში, გარკვეული მიღწევებიც გვაქვს.

მოიძებნება ამ ქვეყნად სასწავლებელი, სადაც ყველაფერი ისწავლება ვერსად ვიპოვით მასწავლებელს, რომელიც ყველაფერს გვასწავლის, ვერსად მოვიძევთ წიგნს, რომლეშიც ყველაფერი ეწერება. ასეთი სასწავლებელი, მასწავლებელი და წიგნი თავად უნდა შევაკოწიწოთ ჩვენს შიგნით.

„წიგნი გონების გამწმენდია წიგნს ჰიგიენური, საინტერესო მნიშვნელობა აქვს ბუნებისათვის. ნათელს დღე ერქვა, ხოლო წყვდიადს ღამე,დღე იყო საქმისა, ხოლო ღამე მოსვენებისა.“

„განათლების მწვერვალებისაკენ სწრაფვა ქართველ კაცს ოდიდგანვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, ასეა დღესაც, ასე იქნება მომავალშიც სხვაგვარად ღმერთმა ნუ ქნას,სკოლა ხომ ცოდნის ლამპარია,მოზარდის გზის მანათობელი,ბეწვის ხიდია,რომელზედაც ყველამ უნდა გაიაროს.“ ძველებს ორი სიტყვა უთქვამთ: „სწავლა სიბერემდეო.“ დიდი სურვილი მაქვს მეტი ინვესტიცია ჩაიდოს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითრებისთვის. რათა საქართველოს ჰყავდეს განათლებული თაობები, რომლებიც ამაყი ნაბიჯებით განაგრძობენ სვლას წინაპართა გზაზე. ჩემი საშუალო სკოლა 91 წლისაა. უკვე ვემზადებით სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისათვის. ყველას გეპატიჟებით.

სალომე ნებიერიძე
16 წლის
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები