13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (28.07.2013)

საკვირაო ქადაგება (28.07.2013)

28 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა იაკობმა. მეუფემ პატიმრებს მოუწოდა თვითდაზიანებასა და შიმშილობის ფორმებს ნუ მიმართავენ. მეუფე იაკობი მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბევრი გათავისუფლებული პატიმარი ისევ ციხეებს უბრუნდება.

“ჩვენ ქურდობის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სხვისი გამწარებით ბედნიერი ვერ გახდები, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ თქვენს მოთხოვნებს. ყველა ცდილობს ისეთი კანონი მიიღოს, რომ თქვენ შვება იგრძნოთ. რაც გეკუთვნით იმას მაინც მიიღებთ, მაგრამ დაელოდეთ, რომ გადაისინჯოს თქვენი საქმეები. თუ არ გეკუთვნით, რაც არ უნდა იშიმშილოთ და თავი დაიზიანოთ ამის გაკეთებას ვერავის აიძულებთ”, – ბრძანა ეპისკოპოსმა.

მეუფემ დღევანდელი ქადაგებისას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს ქვეყანას გრანტებსა და ფულზე ნუ გაცვლიან.

“დღეს ეს შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის იყოს ის გრანტები, რასაც უხვად იღებენ უცხოეთიდან, შემდეგ ისინი ყოველგვარ სიწმინდეზე უარს ამბობენ. ეკლესია და სჯული აღარაფერია და ფსევდო კანონებით გვმოძღვრავენ. მინდა ვთხოვო მათ, შეეშვან ყოველგვარი ხრიკებით უცხოეთიდან ფულის მიღებას. არც ერთი ქვეყანა არ დაიშურებს ფულს, რომ ჩვენს შიგნითვე გამოკვებოს ჩვენივე მოწინააღმდეგეები, ამიტომ დავფიქრდეთ. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაკავშირებს და ნუ გავცვლით ქვეყანას გრანტებსა და ფულზე”, – ბრძანა მეუფე იაკობმა.

მეუფის თქმით, სასულიერო პირების ვალია ერი დაიცვან მაშინ, როდესაც ერში არ გამოჩნდება ისეთი ავტორიტეტი, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს.

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები