მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (8 მაისი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2011 | 2,842 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II –ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა!!!

სვეტიცხოველიდიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის…
დღეს განსაკუთრებული დღეა. უპირველეს ყოვლისა, მენელსაცხებლეთა დედათა დღესასწაულია.

აგრეთვე სამი ჯვრის აღმართვისა და წმიდა მეფის, თამარის ხსენების დღე გახლავთ.

მენელსაცხებლე დედები განსაკუთრებული ღვაწლით არიან დაჯილდოებულნი. როცა ყველა მოციქულმა დატოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მენელსაცხებლე დედები ბოლომდე უფალთან დარჩნენ და მზად იყვნენ, სიკვდილზეც კი წასულიყვნენ მისთვის. და აი, ამიტომ დააჯილდოვა უფალმა ისინი დიდი მადლით.

დღეს ჩვენი დიდი მეფის, თამარის ხსენების დღეა. ის ლოცვით იცავდა საქართველოს და არა – იარაღით. როცა ჯარი ომში მიდიოდა, წმიდანი თავის სასახლეში კი არ ბრუნდებოდა, არამედ რომელიმე მონასტერში მიბრძანდებოდა და იქ დღე და ღამეს ლოცვაში ატარებდა, რომ ჯარი გამარჯვებული დაბრუნებულიყო.

თამარ მეფე ჯარს ომში ფეხშიშველი აცილებდა, წინ მიუძღოდა ჯვრით ხელში…

წმიდა ნინოსა და მირიანის დროს დადგინდა ჯვრის აღმართვის დღესასწაული.

გამოჩნდებოდა სამი ვარსკვლავი და სადაც გაჩერდებოდა, იქ უნდა აღმართულიყო ჯვარი.

წელს მათი აღმართვა შედგება ანაკლიაში. ეს გახლავთ საზღვარი აფხაზეთთან, სარფსა და თუშეთში.

ღმერთმა ინებოს, რომ ჯვრის ძალამ მოგვიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა, დამშვიდება და საქართველოს გამთლიანება.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი აუცილებლად ნაკურთხი უნდა იყოს. მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველი თქვენგანის სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი. მას აქვს უდიდესი ძალა და ეშმაკი, ბოროტი სული ვეღარ მიეახლება ამ სახლსა და ამ ადგილს.

თუ ჯვარს ეზოში აღვმართავთ, შეიძლება ეს იყოს ერთი მეტრი. ხოლო, მრავალსართულიანი სახლის შემთხვევაში შეგვიძლია ნახევარი მეტრი სიგრძის ჯვარი აღვამრთოთ.

სასურველია, რომ თქვენ თავად გააკეთოთ ეს ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით, თუ თქვენ არ შეგიძლიათ, სხვას გააკეთებინეთ.

იცით, რომ ჩვენთან, საპატრიარქოში ქვის ჯვარია. ის შემთხვევით არ დაიდგა ამ ადგილზე და გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს დარაჯი, ჩვენ ვგრძნობთ ამას.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ......... says:

    ვინც ბინაში ვცხოვრობთ რა სახით უნდა მოხდეს ჯვრის აღმართვა?

  • ქეთი says:

    როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ჯვარი უნდა აღვმართოთ ეზოში, სახლში – ანუ ბინაში

  • მადლობა ავტორს კარგი ინფორმაციაა…

  • მზაღო ნინო says:

    ჩემს წინ ტაძარში შედიოდა ის ჯარისკაცი.
    (მხეთა სვეტიცხოველი 2009 წელი.8 თებერვალი დავითობა.)

    შემოვაბიჯებ ამ შვიდ კარიბჭეს
    და, მოვალ შენთან
    შეგეშველები ამ სიმშვიდისთვის,
    ასე რომ გიჭირს.

    ერთი ფეხით მეტს დავაბიჯებდი მე მათ საფლავებს,
    ვთხოვდი დაძლევას ხვალინდელი დღის მშვიდობისათვის
    ორივეს ასე ერთად რომ გვიჭირს.

    მეც დაგლოცავდი ჩემო ვაჟკაცო, გზა მშვიდობისა.
    შენი დილა და შენი საღამო იყოს ნათელი.
    ეს დალოცვილი სვეტიცხოველიც,
    შემოგინახავს, ამ მთას და იმ ბარს ნსევ უკლებლივ.

    ცრემლი მომდის და თავს ვერ ვიკავებ შენს შემხედვარეს
    ჩუმად ვჩურჩულებ, ღმერთო უშველე!!!!!!!!
    მთვარის ნახევი გადმობარდვნის სხივებს ღრუბლიდან.
    ნუ შესინდები. გზას გაგინათებს ხვალინდელი დღის
    მშვიდობისათვის, ასე რომ გიჭირს

    და მოგაყოლებ ისევე ლოცვაას, გზა მშვიდობისა!
    უკან მშვიდობით!!!!!!!!!!!!!!

    მზაღო(იგივე)ნინო მიხელიძე.

  • მზაღო ნინო says:

    მცხეთა
    (ქრისტიანული აკვანი)

    მინდა გავიყოლო ამ აკვნის მადლი.
    მონატრებისას ჩუმად რომ ვარწევ,
    და იავნანას უმღერი ხატებს,
    გაიღვიძეო საქართველო ისევე ხვალე!!!!!!!!!!!1

    მზაღო(იგივე)ნინო მიხელიძე..

    მკითხველს ბოდშს უხდი წინა ლექში ხარვეზებისთვის.

  • ana says:

    anakliashi jvris agmartva shemtxvevit apxazetis agiarebas xo ar nishnavs?

  • ana says:

    ჯვარზე უნდა მიაწერონ აქ მთავრდება საქართველოს საზღვარი!

  • ana says:

    …………………………………………………..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი