30 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა. თანამსახურებდნენ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე და ტაძრის სამღვდელოება.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა დალოცა სრულიად საქართველო, რამდენიმე ქართული გვარი და 29 ოქტომბერს გამართული საყოველთაო ჯვრისწერისას ჯვარდაწერილი 16 წყვილი.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ.
იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია:
