მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (30.03.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2014 | 2,370 ნახვა

30 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმინდესმა ქადაგებისას განკითხვის ცოდვის შესახებ ისაუბრა.

“დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა იოანესი, ეს არის სულიერი კიბე, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე და ამ კიბეს აქვს ორი გზა: ერთი ზემოთ, ერთი – ქვემოთ. ბედნიერია ის ადამიანი ვისაც შესწევს ძალა იაროს მაღლა.

უპირველესად, ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთი აძლევs მას მრავალ სიხარულს, სიყვარულს, სიკეთესა და ბედნიერებას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში, როდესაც ხალხმა დაივიწყა რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდიოთ… ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვას ვერ ამჩნევს. აი, ამიტომაა, რომ ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე გასჯაი თვისთა ცოდვისა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

რა ხდება?! რატომ ვხედავთ სხვის ცოდვებს და არა საკუთარს? ეს ალბათ ბუნებაშია, ეს ადამისა და ევას დაცემის შედეგია, მაგრამ ის, რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს თვითონვე ვარდება იმ ცოდვაში.

ერთი კვირის წინ მოხდა შემთხვევა: მოვედი აქ, როცა წირვა – ლოცვა არ იყო, მომიახლოვდა ერთი ქალი და მითხრა: უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. ვკითხე: რას ხედავ, რატომ ხარ ჩემს განკითხვაში? უკან წავიდა და არაფერი მითხრა.

მართალია განსაკითხავი და ნაკლი ბევრია ჩემში მაგრამ, როცა პატრიარქს ეტყვი, რომ მის განკითხვაში ხარ, ისიც უნდა უთხრა რის გამო განიკითხავ. იმიტომ რომ იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს ჩემს შეცდომებს.

აი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ჟამი ახლოსაა და ადამიანი თვითონ დგება ერთ ან მეორე მხარეს. არავინ არ აიძულებს, არც უფალი, არც- ადამიანი. თუ შენ აკეთებ სიკეთეს, ღმერთი გაძლევს მადლს და იმდენ სიხარულს, სიკეთეს, რომ შენ დადგები აუცილებლად მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს ვერ აიტან, რადგან იქ არის ღვარძლი, შური, განკითხვა და ყოველივე ბოროტება. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ასე უბრალოდ არ უნდა უთხრათ, რომ მე შენ განგიკითხავ. თუ ეუბნები, რომ განიკითხავ ისიც უნდა უთხრა რატომ განიკითხავ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა განვიკითხავთ სხვა ადამიანს,” – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა დააჯილდოვა სოფელ ბურიანის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ანთია, რომელიც აიყვანეს იღუმენიას ხარისხში.

პატრიარქის თქმით სამშაბათს 5 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშთს გადააბრძანებენ სამთავროს მონასტერში.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი