20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (29.12.2013)

საკვირაო ქადაგება (29.12.2013)

29 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ილია მეორე პატრიარქმა ახალი წლის მოახლოებაზე ისაუბრა და საქართველოსა და მსოფლიოს ბედნიერება უსურვა.

“ძალიან რთული დრო გამოვიარეთ და ვუყურებთ, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს და ერთმანეთს ბედნიერებას. ბედნიერება სამი ძალისგან შედგება. ეს არის ღვთის ლოცვა-კურთხევა, წინაპრების ცოდვა და მადლი და პირადად ადამიანის მოქმედება, ცხოვრება. …

ჩვენ მუდამ უნდა ვთხოვოთ მადლი უფალს.

ძველი გამონათქვამია: მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე. თუ კეთილი ცხოვრების წინაპრები ჰყავს ადამიანს, მასზე მადლი გადმოდის და თუ წინაპრებს ცოდვა აქვთ ჩადენილი, ისიც გადმოდის შთამომავლობაზე. მესამე თავად ადამიანის მოღვაწეობაა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებას მივაქცევთ, ბედნიერი ვიქნებით”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორეს თქმით, “უფალი ხედავს ადამიანის ცხოვრებას და მომავალს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფაქცევას, ჩვენს სიტყვებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი, ყოველ სიტყვაზე ადამიანი პასუხს გასცემს უფალს. ადამიანმა უნდა აკონტროლოს სიტყვაც და საქმეც”.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ვისაც ჰყავს მშობლები, ყოველდღე სთხოვონ დალოცვა მათ, რადგან მშობლების დალოცვა ძალიან ძლიერი ძალაა.

უწმიდესმა ქართველ ერს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთის, ადამიანისა და მომავლის იმედი უსურვა. “ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა”, -აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა. ასევე ბრძანა, რომ საახალწლო პარაკლისი ძველით ახალ წელს შესრულდება.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლები და არქიტექტორები დალოცა.

დღევანდელი ქადაგებისას ილია მეორემ მრევლს ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორიის” ხუთტომეულის შეძენისკენ მოუწოდა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები