მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (29.06.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.06.2014 | 2,141 ნახვა

29 ივნისს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“რაშია მთავარი აზრი ცხოვრებისა?! მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მახსოვს ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. ილია მეორე როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება, კერძო ადამიანი არ ყიდის მას და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი. ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დღეს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, ჩვენი ხალხი, შეიძლება მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდოს უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ.

უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, ხალხიც განადგურდება. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ყურადღებით, რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა, ღმერთს მათი ცოდვების შენდობა სთხოვა და განაცხადა, რომ თუკი მათგან ვინმე არის წყევლის ქვეშ, ღმერთს შესთხოვს წყევლისგან გათავისუფლებას.

ილია მეორემ რეზო ამაშუკელს 75 წლის იუბილე მიულოცა, დალოცა და მრავალჟამიერ სიცოცხლე უსურვა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი