მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (28.09.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2014 | 1,837 ნახვა

28 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაფგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები სამება დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ,” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, მკვლელობების შესახებ ინფორმაციის ტირაჟირება მაგალითის მიმცემია.

“როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი”, – აღნიშნა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი