მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (28.06.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2015 | 1,675 ნახვა

28 ივნისს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ადამიანი ყოველდღე იმყოფება გამოცდის წინაშე – მან უნდა აირჩიოს კეთილი ან ბოროტი. ამიტომ ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, გარდა ღვთისა, ადამიანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა”, – ბრძანა პატრიარქმა.

“ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს. ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები. აი ამიტომ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდა და ბრძანა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.
“მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა”, – განაცხადა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამ-ხათუნა says:

    მხოლოდ ქრისტე ქადაგებს(ხსნის)თავისუფლების ჭეშმარიტ არსს, ასევე მოციქული პავლე, მოსე, დავითი…
    თქვენი ქადაგება ძალიან შორს არის ამ ახსნასთან!

    ,,წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა””

    ქრისტე რომ არ ყოფილიყო, არის და იქნება, ვერავინ ცხონდებოდა!!!
    უფალი მეფობს!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი