26 ოქტომებრს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ და დალოცა სრულიად საქართველო.
“ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ თბილისობას. კურთხეული და დალოცვილი იყოს სრულიად საქართველო. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, ყოველი გაჭირვებული ადამიანი,” – ბრძანა უწმიდესმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი ზურაბ ზუბადალაშვილი დალოცა.
ასევე, რამდენიმე გვარი დალოცა. კერძოდ, დაილოცა ბუჩუკურების, ბეკურაშვილების, ტერაშვილების, ძნელაძეების, კუპრაშვილების, კუხალაშვილების და კუხალეიშვილების გვარი.
