19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (26 ივნისი 2011 წელი)

საკვირაო ქადაგება (26 ივნისი 2011 წელი)

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგებასახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველ ადამიანს, ყოველ ერს რაღაც ისეთი თვისება გააჩნია, რომელიც არ აქვს სხვას. ქართველებს სწრაფვა გვაქვს განათლებისაკენ, გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ, მეტი გავაკეთოთ.

მომავალ ხუთშაბათს იწყება ეროვნული გამოცდები და მე შევთხოვ უფალს დაგეხმაროთ. მაგრამ თუ ვერ ჩააბარებთ, ეს ტრაგედია არ არის. უფალმა შეიძლება სხვაგან მოგცეთ ისეთი ადგილი, რომელიც აღემატება იმას, რაც უნდა მიგეღო.

ჩვენმა ახალგაზრდებმა და, საერთოდ ადამიანებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ერთში არ გაგიმართლა, მეორეს უნდა შეუდგე, შემდეგ მესამეს და ა.შ. არ უნდა დაანებო თავი სანამ საქმეს არ გააკეთებ. როცა საქმეს აკეთებ უნდა იფიქრო, თუ რას მოუტანს სამშობლოს შენი ცოდნა-განათლება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ შესანიშნავი სიტყვები თქვა: “ნუ იფიქრებთ იმაზე, სამშობლო რას მოგცემთ თქვენ. არამედ იფიქრეთ იმაზე, თქვენ რას მისცემთ სამშობლოს.” ჩვენც უნდა ვიფიქროთ, თუ რას მივცემთ საქართველოს.

მე მინდა ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ, რომ განათლება არ მოდის მხოლოდ უმაღლესის დამთავრებით. ის ძირითადად მოდის წიგნების კითხვით. დღეს ადამიანი გატაცებულია ინტერნეტით, ტელევიზიით და ამით კმაყოფილდება. მე გირჩევთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები უყუროთ მათ და უფრო მეტად იკითხოთ წიგნები. წიგნი უფრო ღრმა არის და მასში უფრო დიდი ანალიზია. ყველას გირჩევთ, რომ შექმნათ თქვენი პირადი, ოჯახის ბიბლიოთეკა. შეიძლება ლიტერატურული საღამოები მოაწყოთ რამდენიმე ოჯახმა და ეს დიდ ცოდნას მოგცემთ. მთავარი ის კი არ არის, ისწავლოთ უმაღლეს სასწავლებელში, მთავარია თქვენ გქონდეთ აკადემიური ცოდნა, გამოცდილება.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდობა!
ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, გული გონიერი და მოთმინება.

სულ მუდამ ყვავილებით არ არის ჩვენი გზები მორთული. ბევრი განსაცდელია ჩვენს წინაშე. ამაზეც უნდა იფიქროთ, რა გაჭირვება შეიძლება შეხვდეს ადამიანს. შეგიძლიათ ჩამოწეროთ სია და გვერდით მიუწერო, როგორ შეიძლება სძლიო ამ განსაცდელს.

ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!

სალომე ლილუაშვილი

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები