მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (25.10.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.10.2015 | 2,474 ნახვა

25 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა დღეს რწმენის სიმტკიცეზე იქადაგა.

“დიდია უფალი და ადამიანის გონება ღვთის განგებას ვერასდროს ჩასწვდება. ადამიანის გონება ვერასდროს ახსნის იმ მოვლენებს, იმ სასწაულებს. სამება დღეს წავიკითხეთ სახარება, სადაც ნათქვამია, რომ მიასვენებდნენ ბავშვს, რომელიც დედის ერთადერთი შვილი იყო. მაცხოვარს დედა შეებრალა, გააჩერა და ბავშვს უბრძანა: აღსდექო. ბავშვი გაცოცხლდა. რომელი გონება, რომელი მეცნიერება ჩასწვდება ამ სასწაულს?! ჩვენ რწმენით, მოწიწებით უნდა მოვიღოთ ეს მოვლენა, ეს სასწაული. ამან უნდა გააძლიეროს ჩვენი სარწმუნოება. მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში, რომელიმე ავადმყოფობის გამო. მოდიან მოძღვრებთან, მღვდელმთავრებთან, ჩვენთან. ხშირია შემთხვევა, როცა მძიმე სენის მქონე ადამიანი იკურნება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ უფალი კურნავს, წყალობს, ამა თუ იმ ადამიანზე უფალი გაიღებს მოწყალებას. საჭიროა მტკიცე სარწმუნოება. თუ სარწმუნოება მტკიცეა და ადამიანს სწამს, რომ ის ნამდვილად განიკურნება, ღმერთი აძლევს წყალობას. ამიტომ, ამა თუ იმ ავადმყოფობის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურვას იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემაა. არის დაპირისპირება ერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვა არ უნდა იყოს ქუჩებში. დარბაზებში უნდა დასხდეთ და ესა თუ ის საკითხი მშვიდად განიხილოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე, სადაც სიმშვიდე არ არის, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდი და მეოთხე ბრიგადის დაზვერვის ასეულის მეთაური ვახტანგ ბედოიძე დალოცა.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოს თავისი კალთა გადააფარა და ვერავითარი შინაგანი თუ გარე მტერი საქართველოს ვერაფერს დააკლებს”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგების დასასრულს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნიკა says:

    “ამა თუ იმ ავადმყოფობის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურვას იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს” – მაშინ ევროპაში რაღატომ დადის ჩვენი პატრიარქი სამკურნალოდ? ^_^

  • ნიკა says:

    უფალი ვერ შველის?

    • zviad says:

      უი “ნიკა”, შენ რა ნამეტანი გონება გახსნილი შეკითხვა გაგიჩნდა? სასწაულს ხომ არ ეძებ? ის თუ იცი მამა გაბრიელმა რა უპასუხა როცა კითხეს – ცუდად რომ გავხდებით ექიმთან მივიდეთ თუ ვილოცოთო? აბა შენ რას ფიქრობ რა უნდა ვქნათ. დავუშვათ კომპიტერზე ვიღაცამ თითები კარგად მიგიწეწკვა… გამოცანა გვეკითხება – რა ვქნათ? ვილოცოთ, თუ ექიმთან მივიდეთ? აბა იაზროვნე შვილო.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი