12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (25.08.2013)

საკვირაო ქადაგება (25.08.2013)

25 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით საკვირაო ლიტურგია აღავლინა. ილია მეორე პატრიარქმა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავთან დაკავშირებით იქადაგა და ღმერთს მადლობა გადაუხადა.

“დღეს, როცა შემისრულდა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წელი, მე შემიძლია ვთქვა, დიდება და მადლობა უფალს, დიდება უფალს, ღმერთს ყველაფრისთვის. აი, ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომები დამიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო, მე შემიძლია ვიამაყო, ვაღიარო ჩემი ცოდვებიც, ჩემი უძლურებებიც, მაგრამ ნათქვამია, ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც მე შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად”, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ეპისკოპოსობა არის მოწამეობა და ეს 50 წელიც მოწამეობრივი იყო. “ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამეობრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა ჩვენ, დიდება და მადლობა უფალს”, – ბრძანა უწმიდესმა.

იხილეთ სრულად ვიდეო

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები