მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (24.11.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2013 | 2,314 ნახვა

კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 24 ნოემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ადამიანები არ ვაფასებთ დროს, რომელიც უფალმა მოგვანიჭა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უქმად განვლილი დრო დაკარგულია და შეიძლება ცოდვაც იყოს. წმ. მამა ანტონი დიდი და სხვა წმიდა მამები უფალს ევედრებოდნენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთო, საერთოდ ვაკეთოთ რამე, თუ მარტო ვილოცოთო? მათ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ილოცეთ და იშრომეთ. ამიტომ იყო, რომ წმიდა მამები შრომობდნენ, უდაბნოში მოღვაწეობდნენ და ამავე დროს, კრეფდნენ ლერწამს, აკეთებდნენ კალათებს და ამით არსებობდნენ, რომ არ ჩათვლოდათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორე: “ჩვენი ცუდი თვისება არის ის, რომ დიდხანს ვწევართ. გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო. ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს სულ გვიან, 10-11 საათზე”.

პატრიარქმა ქადაგებისას ოჯახების ერთად ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ძალიან კარგი თვისება და წესია, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს დილის ლოცვებს ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს, ერთად კითხულობენ ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ. ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლსა და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვართ და უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11.00 საათისა და ადგეთ 06:00 საათზე, როცა უნდა წაიკითხოთ დილის ლოცვა”, – ბრძანა ილია მეორემ.

კათოლიკოს–პატრიარქმა ქართველ ერს ასევე ურჩია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შრომას, ყველა ოჯახმა იქონიოს მიწის ნაკვეთი და იქ მოიპოვებდეს ნაყოფს.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი