მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (24.08.2014)

საკვირაო ქადაგება (24.08.2014)

24 აგვისტოს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ, – სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ.

“ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს. ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს პატრიარქი ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია.

ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თვითონ ადამიანი უდიდესი სასწაულია, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთამდე და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს მისი ბუნება, სული, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს”, – აღნიშნა ილია მეორემ და დასძნა, რომ ასეთი ასეთი მრავალი სხვა წმინდანი არსებობს, რომლებიც ჩავარდნენ ცოდვაში, მაგრამ უფლის წყალობით ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღწევს. მან მაგალითად წმიდა მარიამ მეგვიპტელი მოიყვანა.

“სახარებაში მაცხოვარი ამბობს: “ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ”, “ეძიებდით და ჰპოვოთ”, “ირეკდით და განგეღოს თქვენ”. უფალმა იცის ჩვენ რაც გვჭირდება. ამიტომ დგება კითხვა, თუ კი იცის რატომ “ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ?” საჭიროა ორივეს სურვილი, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამიტომ ეს სწრაფვა უნდა იყოს ორმხრივი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ადამიანური და ღვთიური ენერგია უნდა შეერთდეს და გვაძლევს ჩვენ სასწაულებს. საქართველოს უამრავი განსაცდელი გამოუვლია, ყოველ ჩვენგანს და თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება”, – აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგებისას პატრიარქმა გაიხსენა 3-4 დღის უკან საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უწმინდესის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა მტკვარში როგორ გადავარდა ერთი გოგო. პატრიარქის თქმით, ეს ბიჭი არც დაფიქრებულა, გაიხადა ტანსაცმელი და თავადაც გადახტა მის გადასარჩენად. გადაცურა მტკვარი, გულწასულს ხელი მოკიდა, ნაპირზე გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ გმირობისათვის ახალგაზრდა დააჯილდოვეს. ამასთან, დასძინა, რომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ვისაც აქვს მტკიცე სურვილი გადარჩენისა შეძლებს გადარჩენას.

“ამიტომ, როდესაც განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ჩვენთან უფალია. გახსოვთ წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა და მას მოესმა ხმა უფლისა – “ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ”. ეს წყალობა მოგვცეს უფალმა და ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა მრევლს, ხშირად იკითხონ განსაცდელების დროს 90-ე და 50-ე ფსალმუნები.

“თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასუფეველში. მადლობა უფალს ამისათვის”, – ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები