12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (24.05.2015)

საკვირაო ქადაგება (24.05.2015)

24 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ადამიანმა ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ძალიან ხშირად გვესმის: საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას.სამება ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გააკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას. გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს. ეს არ არის სწორი. წმინდა მამები ყოველთვის ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ. მაგალითად, წმინდა მამები უდაბნოში მიდიოდნენ და იქაც კი ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ…
ანტონი დიდი უფალს ეკითხება: რა ვაკეთოო. მას ეთქვა – ილოცე და იშრომეო. ის კი არ ეთქვა, იშრომე და ილოცეო, არამედ ილოცე და იშრომეო. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ შრომა ლოცვით დავიწყოთ. ჯერ უნდა ვილოცოთ, უფალს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა და შემდეგ შრომა, რომელსაც შენ გასწევ, იქნება დალოცვილი და კურთხეული”, – ბრძანა უწმიდესმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება, სადაც სწავლის მსურველებს ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას გამოცდილი მეფუტკრეები ჩაუტარებენ. მისივე თქმით, სამების ტერიტორიაზე გადმოტანილია ფუტკრის 25 სკა, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

“დიდი ხანია ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს, რა უნდა გააკეთოს ხალხმა. ერთ-ერთი სახე შრომისა არის მეფუტკრეობა. გამოცდილი ადამიანებისგან მომისმენია, რომ სცადეს მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მეფუტკრეობა ყოფილა – ადვილი და შემოსავლიანი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთან, სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი იხსნება. სასწავლებელი რამდენიმეთვიანი იქნება, გააჩნია, ვინ როგორ აითვისებს. ზოგმა შეიძლება ეს საქმიანობა 1-2 თვეში აითვისოს, ზოგს შეიძლება ერთი წელიწადი დასჭირდეს. მეფუტკრეობა საოცარი და მადლიანი საქმეა – თაფლსაც იძლევა, სანთელსაც იძლევა და ჯანმრთელობასაც იძლევა. ვისაც გაინტერესებთ, შემოიტანეთ განცხადება და დაიწყებს სწავლას. ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას შეასწავლიან გამოცდილი მეფუტკრეები, რომელთაც აქვთ მრავალი წლის გამოცდილება. თქვენ იქნებით ბედნიერი, უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება და ოჯახის ყოფა”, – აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს მიმართა, საკუთარი საქმიანობისას არასდროს დაკარგონ იმედი, რადგან იმედის დაკარგვა ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები