მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (23.10.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.10.2011 | 2,339 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქი სამებაში“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა: “დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია”. პიროვნება თუ დიდებას მიაღწევს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ღვთისაგანაა ბოძებული. სასაცილომდე, ანუ ყველაფრის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯია.

ჩვენ დილით 4 საათზე ჩამოვედით კოსტანტინოპოლიდან, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. კოსტანტინოპოლი დაარსებულია IV საუკუნეში კონსტანტინე დიდის მიერ. ეს არის ქალაქი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. მის ყოვლად უწმიდესობას ბართლომეოს I-ს შეუსრულდა პატრიარქობის 20 წლისთავი. მას მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრა ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მისალოცად. საჩუქარებიც მიიღო პოლიტიკოსებისაგან.

ვისაუბრეთ მომავალი მართმადიდებელი კრების შესახებ. ბართლომეოს I-ს სურს, რომ შედგეს ეს კრება. ჩვენ მოვახსენეთ მას, რომ ამ კრების მოწვევა არ შეიძლება, სანამ არ იქნება მოწესრიგებული ის პრობლემები, რომლებიც დგას მართმადიდებელ ეკლესიებს შორის. ეს რთული საკითხებია და ადვილად ვერ გადაწყდება. მსოფლიო პატრიარქს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მართმადიდებელ ეკლესიათა ერთობის საკითხში. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს არაჩვეულებრივი პოზიცია უჭირავს. ჩვენი აზრით, ყველა ტაძარი, რომელიც ეკლესიის გარეშეა, უნდა ეკუთვნოდეს, მრევლის სურვილის მიხედვით, ან დედა ეკლესიას, ან მსოფლიო პატრიარქს. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, მართმადიდებელ ეკლესიათა კრების მოწვევა ახალ განხეთქილებას წარმოშობს.

კოსტანტინოპოლი თავის დროზე თითქმის მთელი მსოფლიოს დედაქალაქი იყო. დღეს ძალიან შეუხედავი და უბრალოა. იმედი მაქვს, ის საკითხები, რომლებიც დგას ეკლესიებს შორის, აუცილებლად მოგვარდება. ამას დრო სჭირდება.

თურქეთში არსებული ქართული ტაძრებისა და მონასტრების თემა მეტად საყურადღებოა საქართველოსთვის. თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ტაძარი გადაეცეს თავის ერს. ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მათ შორის. მე გავუგზვნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით. გვიპასუხეს, რომ განხილვის პროცესშია ჩვენი საკითხი, რაც აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყდეს. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრები ყოველმიზეზგარეშე უნდა გადმოვიდეს საქართველოს ეკლესიის ხელში.

აი, ასეთი საკითხები იდგა ჩვენს წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ თქვენი ლოცვით ყველაფერი მშვიდობით დაგვირგვინდა. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მფარველი. მინდა გაგახსენოთ, როცა ჩვენი ერი დედა ეკლესიასთან ერთად იყო, მუდამ მშვიდობა სუფევდა. როცა წინააღმდეგობა წარმოიქმნებოდა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, მუდამ უძლურდებოდა ჩვენი ქვეყანაც.

ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა გააძლიეროს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ!

მოამზდა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ანი. says:

    “დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია”. პიროვნება თუ დიდებას მიაღწევს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ღვთისაგანაა ბოძებული. სასაცილომდე, ანუ ყველაფრის დაკარგვამდე ერთი ნაბიჯია.” დდება უფალს ასეტი ბრძენი და სათნო პატრიარქი რომ გვიბოძა

  • ლევანი says:

    ვეთანხმები ჩვენს პატრიარქს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

  • ქეთი says:

    რა ბედნიერებაა.საქართველოს დიდება ეკლესიის გაძლიერებით იქნება.ღმერთმა ქნას ყველაფერი დაგვიბრუნდეს დიდებული და ძლიერი წარსულიდან. მადლობა ღმერთს და მადლობა პატრიარქს.

  • თენგიზი says:

    მე-8 მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება როგორც მე ვიცი ანტიქრისტეს პერიოდში მოხდება.

  • ლევანი says:

    დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია-ოო გესმოდეს სააკაშვილო! ერთ-ერთ ბოლოდროინდელ(მაშინ ჯერ ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა პოლიტიკურ სარბიელზე) ეპისტოლეში ამბობს ილია: იჩქარეთ სიკეთის კეთება თორემ ჟამი ახლოაოოო!:)))) ვფიქრობ ეპიტოლეებით მთავრობას უფრო მიმართავს, იმათ მეტად ჭირდებათ ღმერთის ხმა, მარა რაგინდა თავიდანვე აქვს ამ მთავრობას გვერდზე წაღებული და თან ისე მაგრად არამგონია დამხობის გარდა რამე დარჩენოდეთ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი