20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება ( 22 მაისი, 2011 წელი )

საკვირაო ქადაგება ( 22 მაისი, 2011 წელი )

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!!! არს და იყოს!!!

სამებადრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ როგორ იცვლება ადამიანი? შეიძლება შეიცვალოს სიკეთისკენ, ან ცუდისკენ. ახლა როგორც დიდი ნიაღვარი, ისე მოდის ეს სხვადასხვა მიმდინარეობა, სხვადასხვა წესი, რომელიც ჩვენთვის უცხო გახლდათ. თანდათან ეჩვევა ქართველი ადამიანი ამ წესებს, უფრო სწორად, უწესობას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ დავიცვათ ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი წესი, ადათი, დავიცვათ იმისათვის, რომ ოჯახი იყოს მტკიცე, მცირე ეკლესია, მშვიდობიანი და მთლიანი.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, რომ არ მახსოვს ვიღაცას ეთქვა ხმამაღალი სიტყვა.

ამას მიაქციეთ დიდი ყურადღება. ოჯახში არ შეიძლება იყოს ყვირილი. აი, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით გასული თბილისიდან სამეგრელოში და ვნახეთ ძველი მარანი დადიანებისა. იქ მითხრეს, რომ მარანში არ შეიძლებოდა ხმამაღალი ლაპარაკი, სიმშვიდე უნდა ყოფილიყო, როცა ჭექაქუხილი იქნებოდა, უნდა დახურულიყო კარი იმიტომ, რომ ღვინო შინდებაო. ეს საოცარია, პირველად გავიგე, რომ ღვინო შინდება და არსებობს ხალხური გადმოცემა, რომ შეშინებული ღვინო იმ წელსვე უნდა დაილიოს, მისი გაჩერება არ შეიძლებაო…

მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ სახელის შესახებ. აი, მაგალითად, იბადებიან ბავშვები და არქმევენ სახელებს: რობერტი, მადონა და სხვა. ეს არ შეიძლება. ადამიანს სახელი აუცილებლად უნდა ჰქონდეს რომელიმე წმიდანისა, რადგან მას წმიდანი უნდა ჰყავდეს მფარველი მთელი ცხოვრების განმავლობაში…

ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. თქვენ იცით, რამდენად დაძაბულია პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობა ხალხს შორის და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მისცეს საქართველოს მშვიდობა და ერთსულოვნება. ღმერთმა დაგლოცოთ და წმიდა ნიკოლოზი შეგეწიოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. ღვინოს შეშინება მეც პირველად გავიგე.. ცოტა ალბათ ღიმილის მომღვრელია მაგრამ როგორც ხედავთ ესე ყოფილა :) სახელს რაც შეეხება აბსოლიტურად ვიზიარებ ამ აზრს, იმიტომ რომ მეც სპარსული სახელი მქვია და ვფიქრობ რომ საქართველოში წმინდანის სახელი უნდა ერქვას ყველას..

  2. ჩვენ ბრძენი პატრიარქი გვყავს.მისი ყოველი სიტყვა თუ რჩევა ყველამ უნდა გავითავისოთ.

  3. ღვინის შეშინება მეც აქამდე ნამდვილად არ გამეგო, მაგრამ ნამდვილად მაკვირვებს რომ ღვინო გემოთი, გრადუსით და თრობისას მოგვრილი ხასიათით ძალიან ჰგავს ყურძნის მომვლელის და ღვინოდ დამყენებლის ხასიათს.თითქმის ყოველთვის მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია ქალის დაყენებული ღვინო. თუკი ვინმე ამაში შემედავება ნამდვილად ვერ დაგიმტკიცებთ ჩემს ნათქვამს მეცნიერულად, მაგრამ მჯერა რომ “შემთხვევით” თუ რამე 10ჯერ და 15ჯერ მოხდება ის შემთხვევა კი არა კანენზომიერებაა. მაცხოვარმაც ხომ საკუთარი სისხლი უწოდა ღვინოს.

  4. ასე რომ ღვინის შეშინება საკვირველზე მეტად საინტერესო უნდა იყოს,მაგრამ ინტერესიც ხომ გაკვირვებიდან იწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები